Saturday, December 15, 2018
Friday, December 14, 2018
სასწავლო პროექტი ინგლისურ ენაში
1.
პროექტის სახელწოდება: „ევროპის ქვეყნების ტურისტული
ღირსშესანიშნაობანი“;
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა აიმაღლონ ცოდნის
დონე ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში, ჩამოუყალიბდეთ ევროპული ცნობიერება, გაიუმჯობესონ
თანამშრომლობის უნარ-ჩვევები;
პროექტის აქტუალობა: მომავალ თაობებში ევროპული
ცნობიერების გამყარებას და საქართველოს ევროინტეგრაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა
აქვს ჩვენი სამშობლოს მომავლისათვის;
პროექტის მიზნები: მოსწავლემ გაიუმჯობესოს
მოსმენის, კითხვისა და ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობისა და ინფორმაციის
სისტემატიზაციის უნარ-ჩვევები; შეივსოს ლექსიკური მარაგი ინგლისურ ენაში; შეძლოს ნებისმიერი
ქვეყნის შესახებ სარეკლამო ხასიათის ტექსტის (ტურისტული გზამკვლევი, საინფორმაციო
ბუკლეტი) შექმნა და პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 5-6 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას: ტურისტული
გზამკვლევი ან/და საინფორმაციო ბუკლეტები ევროპის ქვეყნების შესახებ.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი
რესურსები: კომპიუტერი,
პროექტორი, პრინტერი, ფლიპჩარტი, საწერი ფურცლები, ფერადი მარკერები, ფერადი
ფანქრები...
პროექტის მსვლელობა (ძირითადი
აქტივობები):
- პროექტის მონაწილეები იყოფიან 4
ჯგუფად (თითოეულ ჯგუფში არაუმეტეს 4 მოსწავლე);
- თითოეული ჯგუფი ირჩევს სხვადასხვა
ევროპულ ქვეყანას;
- ჯგუფში მოსწავლეები ინაწილებენ
ფუნქციებს: ერთი აგროვებს ინფორმაციას არჩეული ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობისა
და სიმბოლოების (დროშა, გერბი, სხვა) შესახებ; მეორე - ამ ქვეყნის შესახებ ძირითად
ისტორიულ ცნობებს; მესამე - ამ ქვეყნის ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ
ინფორმაციას; მეოთხე - ამ ქვეყნის ცნობილი ადამიანების შესახებ ინფორმაციას;
- ჯგუფის ირჩევს ლიდერს, რომელიც
ახდენს შეგროვილი ინფორმაციის სისტემატიზაციას;
- ჯგუფი მასწავლებელთან გადის
კონსულტაციებს შეგროვილი ინფორმაციის თაობაზე;
- ჯგუფი ამზადებს საინფორმაციო ბუკლეტს
ქვეყნის შესახებ;
- ჯგუფი ახდენს მისი ნაშრომის
პრეზენტაციას გაკვეთილზე Ms Powerpoint-ში მომზადებული სლაიდ-შოუს
მეშვეობით;
- ჯგუფების მიერ მომზადებული
პრეზენტაციების საფუძველზე მასწავლებლის მეთვალყურეობით მოსწავლეები აკეთებენ
ტურისტულ გზამკვლევს ევროპის შესახებ;
- მოსწავლეთა შეფასება ხდება
ანალიტიკური შეფასების რუბრიკის მეშვეობით;
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტი ინტეგრირებულია ისტორიასთან, გეოგრაფიასთან, ასევე სამოქალაქო განათლებასთან; ესგ სტანდარტი და ინდიკატორები:
პროექტი ინტეგრირებულია ისტორიასთან, გეოგრაფიასთან, ასევე სამოქალაქო განათლებასთან; ესგ სტანდარტი და ინდიკატორები:
- უცხ.ს.V.4. მოსწავლე
კითხულობს და იგებს სხვადასხვა თემაზე შექმნილ შემეცნებით
ტექსტს (ისტორიული, კულტურული, არქეოლოგიური, გეოგრაფიული, ეკოლოგიური და
სხვა).
- უცხ.ს.V.8. მოსწავლე
ამოიცნობს ტექსტის სტრუქტურულ მახასიათებლებს, ნასწავლ
ენობრივ-გრამატიკულ ფორმებსა და მათ ფუნქციას შინაარსიან კონტექსტში.
- უცხ.ს.V.11. მოსწავლე
ეუფლება სქემატური ჩანაწერების სხვადასხვა ტექნიკას.
- უცხ.ს.V.13.
მოსწავლე წერს სარეკლამო ხასიათის ტექსტს (ტურისტული გზამკვლევი,
ინფორმაციული ბუკლეტი).
- უცხ.ს.V.14.
წერისას მოსწავლე ქმნის ტექსტის სტრუქტურას, იძენს და ფუნქციურად
იყენებს საბაზისო ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს.
- უცხ.ს.V.15. მოსწავლე
იძენს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესის ყველა ეტაპზე
(მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება).
- უცხ.ს.V.19. წარმოადგენს
ზეპირ მოხსენებას (პრეზენტაციას) მისთვის საინტერესო თემაზე.
- უცხ.ს.V.22. მოსწავლე
იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურული თავისებურებების
მიმართ.
- უცხ.ს.V.24.
მოსწავლეები ამუშავებენ უცხოურენოვან წყაროებს/ტექსტებს შემდგომი გამოყენებისათვის
(მაგალითად, მასალის მოძიება-შეგროვება სასკოლო პროექტების
განსახორცილებლად).
- უცხ.ს.V.27. მოსწავლე იყენებს რესურსებს სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
- უცხ.ს.V.29. მოსწავლე
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების
გაუმჯობესების მიზნით.
პროექტის ხელმძღვანელი
(მასწავლებელი): გიორგი ივანიაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: giorgivani777@gmail.com
პროექტის
ვებგვერდი/ბლოგი: https://ivaniadze.blogspot.com/
Subscribe to:
Posts (Atom)